spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანი წითლიძე – არ ვაპირებთ დაშლას, დღევანდელი აქციიდან ყოველდღიურად “ქართულ ოცნებას” ექნება პრობლემა

ეს აქცია არ იქნება – მოვედით, დავიშალეთ და წავედით, ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას.  ნაწილი, ვისაც ექნება სურვილი და არიან მსურველები, გავათენებთ ღამეს – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანი წითლიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ზუგდიდში დღეს გამორჩეული აქცია გაიმართება.  

 

“ზუგდიდელები საკუთარი თვალით ხედავდნენ, რა ხდებოდა ზუგდიდში, როგორ უწყვეტდნენ მოსახლეობას  კანონიერი ქურდები და ძველი ბიჭები, უბანზე ვისთვის უნდა მიეცათ ხმა. როდესაც გართმევენ არჩევნების უფლებას, მაშინ რჩევა ერთადერთი გზა – ეს არის ქუჩის პროტესტი. ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას.  ნაწილი, ვისაც ექნება სურვილი და არიან მსურველები,  ჩვენ გავათენებთ ღამეს. და ყოველდღიურად, დღევანდელი აქციიდან დაწყებული, “ქართულ ოცნებას” ექნება პრობლემა. ვეუბნები საჯაროდ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს, ყველგან სადაც იქნებიან ისინი, ჩვენ შევუქმნით დისკომფორტს,  ესენი ვერ ივლიან მშვიდად, ვერც საკრებულოში, ვერც მერიაში, ვერ დაჯდებიან, იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არჩევენი წაართვეს ზუგდიდლებს და სამეგრელოს, დღეს ზუგდიდი და სამეგრელო არის ძალიან გაბრაზებული და გაბრაზებული სამეგრელოს ნახვას არ ვუსურვებ ნამსდვილად არავის”, – განაცხადა ანი წითლიძემ. 

 

ზუგდიდში აქცია დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები