spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – პარლამენტის შენობაში ვიწყებ შიმშილობას იმ მომენტამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში

პარლამენტის შენობაში ვიწყებ შიმშილობას იმ მომენტამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს  არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და  მისი ჯანმრთელობის საკითხზე გარანტირებულად არ  მოიხსნება კითხვები, – ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, მას დილიდან საკვები არ მიუღია და ერთადერთი, მიიღებს მხოლოდ  წყალს. 

 

“რაც დღეს ხდება მისი პატიმრობისა და ჯანმრთელობის ირგვლიც ეს არის სადისტური  და ცინიკური შურისძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ. ეს საკითხი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფნა ერღთი პროცენტითაც არის დაუშვენელი. აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, რომ აქ პარლამენტში, შენობაში და ინსტიტუტში, რომელიც, ჩემი აზრით, არ არსებობს და მე მასში არ შემოვსულვარ და არ ვაღიარებ, ამ შენობაში ვიწყებ შიმშილობას იმ მომენტამდე, სანამ მას არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და სანამ მისი ჯანმრთელობის საკითხზე გარანტირებულად არ მოიხსნება კითხვები”, – განაცხადა ხოშტარიამ.  

 

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი უკიდურესი ფორმებით უწევთ ბრძოლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები