spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ბასილაია – ანალიზების მონაცმები არის ძალიან შემაშფოთებელი, მიხეილ სააკაშვილი საჩქაროდ არის გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში

ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის ანალიზები შემაშფოთებელია. 

 

მისივე თქმით, პარამეტრები გაუარესებულია, რის გამოც ის სამოქალაქო კლინიკაშია გადასაყვანი.

 

“ჩვენ გვაქვს ანალიზების მონაცმები, რომელიც არის ძალიან შემაშფოთებელი. ცილების მონაცემები არის სასიცოცხლო ნიშნულისთვის პრობლემა, დედიმერი არის ძალიან პრობლემური, პულსისა და წნევის კონტროლი დღითიდღე რთულდება. ბილირუბინის ფერმენტი არის მომატებული კრიტიკულად, რაც ღვიძლის ფუნქციის განხორციელებას უშლის ხელს. ამ ფონზე პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია არის მტკნარი სიცრუე და ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია.

 

ჩვენ ვნახეთ, რომ ორი ექიმის შეყვანა გახდა საჭირო სისტემის მიღმა – პულმონოლოგისა და კარდიოლოგის. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი საჩქაროდ არის გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში”, – განაცხადა ბასილაიამ საპატიმროში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ.

 

მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები