აშშ-ის სენატმა ეუთო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე მაიკლ კარპენტერი დაამტკიცა.
“თავს მივიჩნევ მოკრძალებულად, მადლიერად და დაფასებულად. ეს იქნება ცხოვრებისეული შესაძლებლობა, ვემსახურო ჩემს ქვეყანას ეუთო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის რანგში. მოუთმენლად ველოდები, როდის შევუდგები ჩემს საქმიანობას“, – წერს მაიკლ კარპენტერი “ტვიტერზე”.
ეუთო-ში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნამდე, მაიკლ კარპენტერი პენსილვანიის უნივერსიტეტში ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორის პოსტს იკავებდა.