საქართველოს საპატრიარქოს წლების განმავლობაში, მათ შორის ამ ხელისუფლების დროს, ყოველგვარი მიმართვების, ყოველგვარი განსჯების, მეტსაც გეტყვით, შეწყალების კომისიის გვერდის ავლითაც, შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ორმა ინსტიტუციამ თქვა უარი მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტაზე.
გვარამიას განმარტებით, ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანის შესახებ მიმართეს, რაზეც სასამართლოდან პასუხი მიიღეს, რომ განცხადება დახარვეზდა.
“ღრმა პატივისცემით მამა მიქაელ ბოტკოველის მიმართ, მე იუსტიციის სამინისტროს ვხელმძღვანელობდი რამდენიმე წლის განმალობაში, ასევე ვიყავი შეწყალები კომისიის წევრი. მე არ ვიცი, ამჟამად საქართველოს საპაქტიარქო ტყუილს განიხილავს თუ არა როგორც ცოდვას, მე ტყუილს განვიხილავ როგორც ფაქტს, ამიტომ შემიძლია ვუპასუხო, რომ საქართველოს საპატრიარქოს წლების განმავლობაში, მათ შორის ამ ხელისუფლების დროს, ყოველგვარი მიმართვების, ყოველგვარი განსჯების, მეტსაც გეტყვით, შეწყალების კომისიის გვერდის ავლითაც, შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე. ბევრია ასეთი, ამოვიღებ ყველას. მაგალითად, შეგახსენებთ ირაკლი ბათიაშვილის ამბავს, რომელსაც არც არავისთვის არაფერი არ უთხოვია.
ორმა ინსტიტუტმა დღეს საქართველოში, გვითხრა უარი მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაზე. ერთი არის საპატრიარქო, რომელმაც თქვა, რომ შემოიტანეთ განაცხადი და განვიხილავთ. და მეორე, ეს არის საქართველოს სასამართლო სისტემა, სადაც შევიტანეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აღსრულების ღონისძიების გამოცემის თაობაზე და რა გგონიათ, რა ქნა. ხარვეზით გამოგვაბრუნა უკან. სულ რომ მართლა ხარვეზი ყოფილიყო ამ განცხადებაში, სამი სიტყვა რომ წერებულიყო, რომ სააკაშვილი კვდება, ხომ უნდა გამოსცე განკარგულება, გადაიყვანო სამოქალაქო კლინიკაში. გამოაბრუნა ხარვეზით იმ დროს როცა ყოველი საათი ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. ერთიც და მეორეც, საპატრიარქოც და სასამართლოც დღეს იქცევა იდენტურად, რასაც ჰქვია ანტიჰუმანურობა”, – განაცხადა გვარამიამ.