უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარება უზრუნველყოს.
როგორც დენისოვა აცხადებს, მიხეილ სააკაშვილს ახლა უკიდურესად სჭირდება მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა.
“სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მიღებიდან 71-ე წლისთავზე, რომლის ხელმომწერი საქართველოც არის, გრძელდება მოქალაქეთა წამება – მათთვის ადექვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმით.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას საერთაშორისო ნორმები, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მესამე მუხლი, რომლის თანახმადაც არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას ან ღირსების შემლახველ დამოკიდებულებასა და დასჯას.
მიხეილს ახლა უკიდურესად სჭირდება მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარება”, – აცხადებს ლუდმილა დენისოვა.