ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფება გამოავლინეს, დაკავებულია საქართველოს 9 მოქალაქე.
ესპანური მედიიის ინფორმაციით, დაჯგუფებას ქართველი ძმები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც ესპანეთში 2017 წლიდან ცხოვრობენ.
გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები წინასწარ უთვალთვალებდნენ სახლებს, შემდეგ კი ძარცვავდნენ.
სპეცოპერაციის დროს ამოღებულია ნაძარცვი ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და საქართველოს პასპორტები.