spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვატო წერეთელი პარლამენტში ელენე ხოშტარიასთან არ შეუშვეს

მოვედი ელენესთან, რომ გავამხნევო, მაგრამ არ შემიშვეს, შპს არ არის პარლამენტი, – ამის შესახებ “ტვ პირველის” დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მის მიმართ დამოკიდებულება დისკრიმინაციულია, რადგან, ვიღაცას არ სურს მისი პარლამენტში შესვლა. 

 

“საშვიც დაუშვეს, საბუთიც მაქვს, თუმცა ვხვდები დამოკიდებულებას, რომ პირადად ჩემი შესცვლა არ უნდათ პარლამენტში. ვფიქრობ, რომ პარლამენტი ყველასია და როცა საშვი გაქვს და კანონს არ არღვევ, რატომ  უნდა იყოს პირადად ჩემს მიმართ ეს პრობლემა, ვერ ვხვდები. მოვედი ელენესთან, რომ გავამხნევო და ვნახო.  აი, თვითონ ჩამოვიდა. როგორც ვხვდები, პირადად, ჩემზეა დამოკიდებულება, რომ პარლამენტში არ შევიდეს და არ მგონია, რომ პარლამენტი ვინმეს კერძო კომპანიაა. შპს არ არის პარლამენტი”, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები