საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ მიიღო.
ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
“ამ რთულ დროს უკრაინული სამღვდელოება თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.
მიტროპოლიტმა გვამცნო, რომ ლოცულობს მიხეილ სააკაშვილისთვის და სჯერა სიმართლის გამარჯვების”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FSaakashviliMikheil%2Fposts%2F423965135765756&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”773″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>