spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – სცენა დაიდგმება, მაგრამ საერთოდ მეასეხარისხოვანია სცენა, “ქართულ ოცნებას” სხვა შიშები და ფობია აქვს

სცენა დაიდგმება, მაგრამ საერთოდ მეასეხარისხოვანია სცენა, მათ და “ქართულ ოცნებას” სხვა შიშები და ფობია აქვთ, –  აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც სცენის დადგმის საკითხზე რუსთავის ციხესთან სამართალდამცველებთან მოლაპარაკება გამართა.

 

აქციის ორგანიზატორებისათვის პოლიციის მიერ სცენის ნაწილისა და აპარატურის ჩამორთმევის შემდეგ ადგილზე ლევან ხაბეიშვილი მივიდა. პოლიციის წარმომადგენლები და დეპუტატი  შეთანხმდენ, რომ სამართალდამცველები წაღებულ ტექნიკას უკან დააბრუნებდნენ, ხოლო აქციის ორგანიზატორები სცენას სხვა  ადგილას გამართავენ.

 

“თავად მოგვიწოდებენ, რომ აქ გზა არ გადაიკეტოს, იქეთ დავდგათ სცენაო. დღეს აღმოჩნდა, რომ იქეთ კი არა,  აქეთ სჯობს. თუმცა, საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ აქ სცენა დაიდგმება. თუმცა, საერთოდ მეასეხარისხოვანია სცენა. აქ ათიათასობით ადამიანი მოიყრის თავს და ეს ადამიანები დადგებიან, სადაც გაუხარდებათ…  ამათ, “ქართულ ოცნებას” სხვა ფობია და შიშები აქვს,  სცენა ნაკლებადმნიშვნელოვანია, მაგრამ აპარატურაა მნიშვნელოვანი,  კერძო კომპანიის არის და ეს არ არის ხელისუფლების, ან  პოლიციის საკუთრება”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.   

 

როგორც პოლიციის წარმომადგენელმა დეპუტატს განუცხადა, კანონის შესაბამისად მოქმედების შემთხვევაში.  მათ პრობლემა არ შეექმნებათ და აპარატურასაც უკან დააბრუნებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები