spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე სტეფანე – უფალმა მოგვცა ძალა და მადლი, რომ ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო ეს წმინდა მონასტერი

“სალხინოს მამათა მონასტერში განდგომილობა დასრულდა და აღარასდროს აღდგება“ – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

“დღეს ჩვენ აღვასრულეთ წირვა, სალხინოს წმინდა მონასტერში, რომელიც გათავისუფლდა განდგომილებისგან და ეს უნდა იყოს, ყველასთვის დიდი გაფრთხილება, უფალმა ჩვენ ყველას გვიბოძა და მოგვცა ძალა და მადლი, რომ ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო ეს წმინდა მონასტერი. ეს არის გაფრთხილება ასევე ყველა იმათთვის, ვინც ცდილობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დანაწევრებას”, – აცხადებს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე.

 

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები