spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გია გაჩეჩილაძე – ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ 7 ნოემბერი ღირსების დღესასწაულად გამოცხადდეს

პარლამენტის შენობასთან მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობის) ორგანიზებით აქცია “არ აგარევინებთ“ იმართება. 

 

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარ მოვლენებს იხსენებენ.

 

“მინდა გითხრათ, რომ ღირსების დღეა 7 ნოემბერი და ყველა იმ ადამიანის დღე, ვინც ამ 20 წლის განმავლობაში ღირსება შეინარჩუნა. არ დაკარგა, მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა, იმიტომ რომ ეს დღე დაიწყო 2 ნოემბერს და მოშიმშილეები აქ დასხდნენ 7 ნოემბერს. იქიდან იწყება მთელი კოშმარი. კი, მართალია, მანამდე იყო ბუტა, მანამდე იყო სანდრო. მაგრამ მასიური ტერორი იწყება ზუსტად 7 ნოემბრიდან. ამიტომ, ვიფიქრე და თუ შეიძლება ერთად მივმართოთ და ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები