ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს დროულად, არ უნდა დაელოდოს კრიტიკულ მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ბოღმის ნთხევის დრო არ არის.
“ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს დროულად, არ უნდა დაელოდოს კრიტიკულ მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში. ამას ითხოვს ელემენტარული ადამიანურობა. ახლა არ არის დრო პოლიტიკური ბოღმის ნთხევის, რასაც ხელისუფლება ამდენი ხნის მანძილზე აკეთებდა. იმედი გვაქვს, დღესვე მოვა ის მექანიზმი მოქმედებაში, რაც მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო პროცედურებისთვისაა საჭირო. სამედიცინო სფეროში ვინც კი არის, ყველასთან განგაშის ზარია შემოკრული. ხელისუფლებამ ეს ყურად უნდა იღოს. სიცოცხლესთან თამაში არ შეიძლება“, – განაცხადა ბასილაიამ.