spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან მწირი იქნება სია ვადის ამოწურვის დროისთვის

ყველა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია უარს ამბობს რეგისტრაციაზე, რადგან არ თვლიან, რომ უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა და “ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაია იმედოვნებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მცირე რიცხვი გაივლის რეგისტრაციას.

“მე, როგორც ვიცი, ყველა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია უარს ამბობს რეგისტრაციაზე, იმიტომ, რომ ისინი არ თვლიან, რომ  უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ. მინიმუმ, ასეთი არის 100 მედიაორგანიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც სარჩელი შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში, ამიტომ მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან მწირი იქნება სია ვადის ამოწურვის დროისთვის”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

იუსტიციის სამინისტრომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ფარგლებში ორგანიზაციების დასარეგისტრირებლად განკუთვნილი რეესტრის ვებგვერდი აამოქმედა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები