spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ბასილაია – ვითხოვთ, 10 ნოემბრის პროცესი ჩატარდეს სასამართლო დარბაზში და გაშუქების საშუალება მიეცეს მედიას

ჩვენ ვითხოვთ, 10 ნოემბრის პროცესი ჩატარდეს სასამართლო დარბაზში და პროცესის სრულყოფილად გაშუქების საშუალება მიეცეს მედიას, – ამის შესახებ მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, პუტინის რუსეთში კი ხდება პატიმრის სასამართლო პროცესების გაშუქება. 

 

“არა მხოლოდ ცივილიზებულ ქვეყნებში, დიქტატორულ სახელმწიფოებშიც კი, ნავალნის პროცესიც კი, პუტინის რუსეთში,  ტარდება მედიის გაშუქების ფონზე.  რატი ბრეგაძის სურვილი, ღარიბაშვილის სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესი ჩაატაროს ისე, რომ მედიამ ვერ გააშუქოს, ეს არის შეშინებული ხელისუფლების პანიკა. ეს ნიშნავს, რომ მოშიმშილე ადამიანის სასამართლო პროცესზე გამოჩენის ეშინიათ. ციხეში ჩავატაროთო, ხო იძახიან, ციხიდანაც თუ არ გაშუქდა, ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის ეშინიათ. 

 

მე მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, მსგავსი პრაქტიკა დიქტატორულ რეჟიმებშიც კი არ არის. წარმოიდგინეთ, მიხეილ სააკაშვილი წვენს იღებდაო, ეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელიაო და გაასაჯაროეს.  მიხეილ სააკაშვილის პროცესი არ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი?!” – აცხადებს ბასილაია. 

 

მისივე თქმით, თუ პროცესის დახურულ სისტემაში ჩატარება მოხდა, ეს ნიშნავს რომ საქართველოში პოლიტიკური მძევლობა ნებადართულია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები