spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – 26 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა შეიცვალოს, ეს არის რუსული კანონი

26 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი რაც უნდა შეიცვალოს, ეს არის “რუსული კანონი”, რომელიც არის გეოპოლიტიკური ჩიხი ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გამო, შეჩერდა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.

“ეს კანონი გვაკარგვინებს ყველა ჩვენს მეგობარს, გვრიყავს და იზოლაციაში გვაქცევს მთელი დასავლური სამაყროსგან.

რა თქმა უნდა, 26 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი რაც უნდა შეიცვალოს, ეს არის “რუსული კანონი”, რომელიც არის გეოპოლიტიკური ჩიხი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ კანონის შედეგია ის, რომ ჩვენ დავრჩით მეგობრების გარეშე, შეჩერდა ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, შეჩერდა უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თითოეულ ქართულ ოჯახს ეხებოდა, დაიწყო სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსების ცემა, დევნა მედია საშუალებების და შეგვემატა პოლიტიკური პატიმრები. ეს ყველაფერი არის კანონის ამოქმედების გამოვლინება”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

იუსტიციის სამინისტრომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ფარგლებში ორგანიზაციების დასარეგისტრირებლად განკუთვნილი რეესტრის ვებგვერდი აამოქმედა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები