გორის საკრებულოსთან 40 წლამდე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა მოქალაქეებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.
დაშავებული მძიმე დამწვრობებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.