spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – დაუყოვნებლივ გამოდით და გააკეთეთ განცხადება პაციენტის მდგომარეობის და ადგილმდებარეობის თაობაზე!

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილმდებარეობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს.

 

“მივმართავთ ჯანდაცვის მინისტრს, პირადად, რომელმაც დღეს დაგმო ხელისუფლების მიერ კადრების გამოქვეყნება და გაემიჯნა ამ საკითხს.

 

ქალბატონო ეკატერინე, დაუყოვნებლივ გამოდით და გააკეთეთ განცხადება პაციენტის მდგომარეობის და ადგილმდებარეობის თაობაზე!

 

თუ თქვენთვისაც უცნობია (და ჩვენი ინფორმაციით, ასეა), გამოდით და ეს თქვით! დაუყოვნებლივ ნიშნავს დაუყოვნებლივ!”,-წერს ნიკა გვარამია.

 

ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა უცნობია რომელ ჰოსპიტალში წაიყვანეს ის.

 

ერთ-ერთი ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეშია გადაყვანილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები