ყველაზე ცუდი სცენარით წავიდა “ქართული ოცნება”, დაადასტურა, რომ მისი მიზანია მიხეილ სააკაშვილის მკვლელობამდე მიყვანა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იყო ყველაზე უარესი გადაწყვეტილება.
“მოთხოვნა იყო რომ გადაყვანილიყო რეალურად მულტიმფუნქციურ კლინიკაში და არა გლადანის ციხის საავადმყოფოში, რომელიც ვერანაირ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, ვერც ტექნოლოგიურად, ვერც სპეციალისტების მხრივ.
ჩვენ ვნახეთ, რომ იქ არის დეფიციტი ექიმების, ექთნების, სწრაფ-სწრაფად რაღაც სერთიფიკატების დარიგება დაიწყეს სამედიცინო პერსონალზე. ეს არის ის, რომ ადამიანი გაიმეტეს სიკვდილისთვის, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, არანაკლებ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კომპონენტი. მოხდა ყველაზე ცუდი, ყველაზე ცუდი სცენარით წავიდა “ქართული ოცნება”, დაადასტურა, რომ მისი მიზანია მიხეილ სააკაშვილის მკვლელობამდე მიყვანა”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში მოხდა.