spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეყვანისას მიხეილ სააკაშვილს გაუსწორდნენ ფიზიკურად

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, უფლებადამცველებს ეჭვი აქვთ, რომ გლდანის ციხეში შეყვანისას მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

 

​”ამ წუთებში, იმედის ეთერში, იუსტიციის ფარჩაკი მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეთვრამეტე დაწესებულების პერსონალს.

 

ღიად ვაცხადებ, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეყვანისას მიხეილ სააკაშვილს გაუსწორდნენ ფიზიკურად და ახლა მიზეზს ამზადებენ, რომ დაზიანებები პაციენტის აგრესიით ახსნან.

 

ამ ეჭვს ამძაფრებს ისიც, რო ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის ცნობილ არც ერთ ადამიანს თუ თანამდებობის პირს არ უნახავს პირადად.

 

ჩვენი ეჭვების გასაფანტად, ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის და მისი ფიზიკური მდგომარეობის ამსახველი ვიდეოების დაუყოვნებლივ გამოქვეყნებას”, – წერს ნიკა გვარამია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები