spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იუსტიციის სამინისტრო – მიხეილ სააკაშვილმა დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას “ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა”.

 

“მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა.

 

იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება”,- აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები