spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ბასილაია – აქ რაღაც ხდება და მათ სურთ, შესაძლებლობები მოგვისპონ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის

გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან უფლებადამცველებს ისევ არ უშვებენ.

 

როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, მათზე საშვს არ უშვებენ და ეს იმ ფონზე, როდესაც სხვა პატიმრების უფლებადამცველები დაწესებულებაში თავისუფლად შედიან. 

 

“არ გვაძლევენ შესაძლებლობას, საერთოდ საშვი არ გამოუწერიათ, მიზეზსაც კი არ განმარტავენ. მიზეზი რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ მათ არ სურთ ადვოკატები შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და არ ვიცით შიგნით რა ხდება. ნახევარი საათის მანძილზე, როდესაც უბრალოდ საშვის გამოწერას ველოდებით, ჩვენ გვიჩნდება ბევრი კითხვა, რით არის ეს განპირობებული. მათ არასოდეს არ აქვთ ამის კანონიერი უფლება, რომ შეგვაყოვნონ.

 

ნებისმიერ ადვოკატზე აქ საშვი იწერება 2-3 წუთში, 40 წუთი არ სჭირდება საშვის გამოწერას. აქ რაღაც ხდება და მათ სურთ, დაუსრულებლად გაგვიწელონ და შესაძლებლობები მოგვისპონ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის. ამის გახმაურების შემდეგ, იქნებ როგორმე მოვიდნენ გონებაზე. ეს ყველაფერი ხორციელდება მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური ტერორის კონტექსტში. მათ უნდა, იზოლაცია მიხეილ სააკაშვილის იყო უფრო მკვეთრი, მკაფიო”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები