spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ბასილაია – სასამართლომ დააფიქსირა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში

სასამართლომ დააფიქსირა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში, კეთილი ინებონ,  აღარ გამოიგონონ მიზეზები და მიხეილ სააკაშვილი ხვალ მოიყვანონ სასამართლო დარბაზში,  –  ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ბექა ბასილაიმ გლდანის ციხესთან განაცხადა. 

 

მისივე თქმით, სასამართლოს მოთხოვნის შემდეგ იუსტიციის სამანისტოს არანაირი არგუმენტი არ რჩება, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გადაიყვანოს სასამართლო პროცესზე დასასწრებლად. 

 

ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი  ბოლო შანსი, რომ ის წარსდგეს სასამართლოს წინაშე. 

 

“დამიკავშირდა საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე გააკეთებენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის საქალაქო სასამართლოში გადაყვანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ დააფიქსირა, რომ სასამართლო პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლომ დააფიქსირა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში. ახლა იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური არიან ვალდებულნი, სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ.

 

ხვალ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ცდილობს მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რაც ქართველ ხალხშია.

 

არანაირი სამართვლებრივი საფუძველი ხვალინდელი პროცესის სასამართლოში არ გამართვასთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არ გადაყვანასთან დაკაშირებით არ არსებობს.  მითუმეტეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და შეიძლება,  ეს იყოს ერთ-ერთი  ბოლო შანსი, რომ ის წარსდგეს სასამართლოს წინაშე. კეთილი ინებონ,  აღარ გამოიგონონ მიზეზები და მიხეილ სააკაშვილი ხვალ მოიყვანონ სასამართლო დარბაზში”, – განაცხადა ბასილაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები