spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – რუსული კანონი  და ივანიშვილის პრორუსული, ანტიდასავლური ხელისუფლება აღარიბებს ქართველ ხალხს

რუსული კანონი  და ივანიშვილის პრორუსული, ანტიდასავლური ხელისუფლება აღარიბებს ქართველ ხალხს, გვაკარგვინებს საერთაშორისო ინვესტიციებს და დახმარებას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კრემლის ანალოგიური რუსული კანონი მიიღო.

“მილიონობით დოლარს და ევროს კარგავს ჩვენი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე იმ ანტიევროპული, ანტიდასავლური და ღიად პრორუსული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილი დგამს მას შემდეგ, რაც მისმა ხელისუფლება მიიღო კრემლის ანალოგი რუსული კანონი.

რუსული კანონი  და ივანიშვილის პრორუსული, ანტიდასავლური ხელისუფლება აღარიბებს ქართველ ხალხს, გვაკარგვინებს საერთაშორისო ინვესტიციებს და დახმარებას. ამ ყველაფრის დასრულების რეალური შანსი კი  არის 26 ოქტომბრის არჩევნები”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

იუსტიციის სამინისტრომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ფარგლებში ორგანიზაციების დასარეგისტრირებლად განკუთვნილი რეესტრის ვებგვერდი აამოქმედა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები