სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც ოპოზიციის აქცია იმართება, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
თვითმხილველების თქმით, დაკავებულია ათამდე ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის დაკავებულია გოგა ონიანი, ბადრი შუბლაძე, ირაკლი ნადირაძე და სხვები.
ოპოზიციის ლიდერების თქმით, დაკავებები უმიზეზოდ აქციის დაწყებამდე დაიწყო.
“წარმოუდგენელი ამბავი ხდება, პოლიციამ გამოაცხადა ნადირობა სამოქალაქო აქტივისტებზე”, -განაცხადა აკო მინაშვილმა.