spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ივლისში ჩვენმა ჯარისკაცებმა უფრო მეტი დრონი გამოიყენეს, ვიდრე ოკუპანტებმა, ეს უნდა იყოს სტაბილური ტენდენცია 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინამ უფრო მეტი დრონი გამოიყენა, ვიდრე რუსეთის ფედერაციამ, ეს უნდა გახდეს მდგრადი ტენდენცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ივლისში ჩვენმა ჯარისკაცებმა უფრო მეტი დრონი გამოიყენეს, ვიდრე ოკუპანტებმა, ეს უნდა იყოს სტაბილური ტენდენცია ფრონტზე – ყველა ტიპის დრონი, რაც ჩვენს დანაყოფებს აქვთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ეს ტენდენცია ყველა იარაღზე უნდა გავრცელდეს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა უკრაინაში რაკეტების წარმოება იყო.

“შტაბის გადაწყვეტილებით, ჩვენi სარაკეტო პროგრამისთვის დამატებითი დაფინანსება გამოიყო. ჩვენი წარმოების უფრო მეტი რაკეტა იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები