ჩვენთვის ცნობილია ახალი გარემოებები, რომლის გამოც უნდა დაგვეყენებინა რამდენიმე შუამდგომლობა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ მივიდნენ საქალაქო სასამართლოში და სურდათ პროცესზე შესვლა, თუმცა მოსამართლეებმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს:
“ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ ჩვენთვის ცნობილია ახალი გარემოებები, რომლის გამოც უნდა დაგვეყენებინა რამდენიმე შუამდგომლობა. მათ შორის, მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი გარემოებებია, რომლებსაც შიგნით მყოფი ადვოკატები ამ ინფორმაციას არ ფლობდნენ და ამხელა შუამდგომლობას ვერაფრით ვერ გავაგზავნიდით ტელეფონით”, -განაცხადა გვარამიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიხეილ სააკაშვილის მომდევნო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა.