spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – დამკვირვებლები გაცნობილი არიან ყველა იმ მაქინაციას, რომელიც ეგონა “ოცნებას” რომ დაფარული იყო

დამკვირვებლები იქნებიან გრძელვადიანად, რომლებიც გაცნობილი არიან ყველა იმ მაქინაციას, რომელიც ეგონა “ოცნებას” რომ დაფარული იყო და დღეს არის ცხადი,  – ამის  შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

“ჩვენ ყველა მზად ვართ ჩვენი ხმების დასაცავად. პირველი, ყველაზე დიდი ძალაა ბევრი ამომრჩეველი არჩევნებზე და უბნებზე. რაც მეტი ადამიანი მივა, უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება “ოცნებას”, რომ გააყალბოს. გაყალბება ვერ მოხდება სადღაც, უბნის ოთახში, რადგან ის სავსე იქნება მოქალაქეებით და იმ ადამიანს ხელი აუკანკალდება.

დამკვირვებლები იქნებიან გრძელვადიანად, რომლებიც გაცნობილი არიან ყველა იმ მაქინაციას, რომელიც ეგონა “ოცნებას” რომ დაფარული იყო და დღეს არის ცხადი. სახელების და გვარების დონეზე, ის ადამიანები, რომლებიც დაკავდებიან მცდელობით, რომ არჩევნები გააყალბონ, ყველა მათგანი იქნება არა მხოლოდ ხალხის დაკვირვების, არამედ საერთაშორისო სანქციების ქვეშ.

ბუნებრივია, სახელების და გვარების დონეზე, ამ ადამიანებზე დაკვირვება იქნება და ის ადამიანები, რომლებიც თავზე ხელს აიღებენ და ამას იზამენ, არა მარტო ქვეყანას გაუკეთებენ ამას, არამედ საკუთარ მომავალსაც გადაუსვამენ ხაზს, ისე როგორც გადაუსვეს ხაზი იმ დეპუტატებმა, რომლებმაც კანონს მისცეს ხმა”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები