ეს კანონი არის მაგალითი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, დაემსგავსოს რუსულ მთავრობას, მიიღოს რუსული კანონები და გამოიყენოს რუსული მეთოდები, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებზე დიდი სადამკვირვებლო მისია იქნება წარმოდგენილი.
“ეს კანონი ხომ არის მაგალითი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, დაემსგავსოს რუსულ მთავრობას, მიიღოს რუსული კანონები და გამოიყენოს რუსული მეთოდები.
განსხვავება რუსეთსა და ჩვენს შორის არის ის, რომ ქართველმა ხალხმა ზუსტად გაიგო და ძალიან დროულად მიხვდა, რომ აქ საუბარი არ არის მხოლოდ ერთ კანონზე, აქ საუბარია უფრო დიდ საკითხზე, რომ ჩვენ ისინი გვაცილებენ ევროპას.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული ადამიანი გამოვიდეს არჩევნებზე და გააკეთონ სწორი არჩევანი, რომ ჩვენ გვინდა ევროპა და არა რუსეთი. ჩვენ გვექნება დიდი სადამკვირვებლო მისია, აქ იქნებიან ძალიან ბევრი აქტიური ადამიანები ჩართული.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველამ გაიაზროს – ერთ ხმასაც შეიძლება, ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.