სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის მორიგ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს”,- აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmoc.gov.ge%2Fvideos%2F410894323838316%2F&show_text=false&width=357&t=0″ width=”357″ height=”476″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>