spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – რატომ უნდა იყოს ეს ადამიანი გადაყვანილი კერძო კლინიკაში? შეუძლია, ვინმეს, ამიხსნას?

შეუძლია, ვინმეს, ამიხსნას, რატომ უნდა იყოს სააკაშვილი გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში?, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

რატი ბრეგაძის თქმით, მოხარული იქნება, თუკი მსჯავრდებული სააკაშვილი, ევროპული სასამართლოს მოწოდების შესაბამისად, შეწყვეტს შიმშილობას, ოღონდ ყოველგვარი დათქმების გარეშე.

 

“ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა ბატონ სააკაშვილს, შეეწყვიტა შიმშილობა. ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ის დათანხმდება, ოღონდ ყოველგვარი დათქმების გარეშე. რატომ უნდა იყოს ეს ადამიანი გადაყვანილი კერძო კლინიკაში? შეუძლია, ვინმეს, ამიხსნას?“,- განაცხადა ბრეგაძემ.

 

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში მსჯავრდებული სააკაშვილი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება, რადგან მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აღარ იარსებებს.

 

“თუკი ადამიანი ასრულებს შიმშილობას, ეს ძალიან კარგია. ჩვენი სულისკვეთება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან არის აბსოლუტურად ერთიანი. ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური და ის დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს. იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი, ის გადაყვანილი იქნება უკან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, სადაც აქამდე იხდიდა სასჯელს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები