spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კოვზანაძე – კოვიდინფექცია, ეს უბედურება უნდა შევაჩეროთ

“ქვეყანაში  რთული ეპიდსიტუაციაა. კოვიდინფექცია-ეს უბედურება უნდა შევაჩეროთ“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა, სადაც ამ წუთებში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას განიხილავენ.

 

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ხელისუფლება და ჯანდაცვის სფერო ბევრს  აკეთებს, დაფინანსება არის როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტში ასევე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტშიც. 

 

“მაგრამ, რეალობა არის ის რომ ყოველდღიურად გვყავს 5000 -დან 6000-მდე ინფიცირებული, ასევე  გვყავს 50-70 და მეტი გარდაცვლილი, საშინელებაა. კოვიდინფიცირებული გარდაცვლილი  ადამიანი საავადმყოფოში, მარტოობაში ლევს სულს, კვდება ისე, რომ ახლობლებსაც ვერ ხედავს, ოჯახს ვერ ემშვიდობება. ეს უბედურება უნდა შევაჩეროთ. საჭიროა სწრაფი და უფრო მეტად  ეფექტური ღონისძიებები“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

მან საზოგადოებას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

“აიცერით! აცრა არის ის რაც გარდატეხას შეიტანს კოვიდინფექციის გავრცელებაში, დაგიცავთ თქვენ და დაიცავს თქვენი ოჯახის წევრებს“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები