spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იოსებ ხახალეიშვილი – ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია დაიწყო

ქუთაისში  ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დაათვალიერა. 

 

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მისი ღირებულება 674 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს კომპანია „ბრიტანია ქონსთრაშენი“ აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ობიექტის გამაგრებას, სრულიად მოპირკეთებას, გამწვანებას, განათებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას გულისხმობს.

 

“ასსაფეხურიანი კიბე ქუთაისელების საყვარელი ადგილია. ნამდვილად საჭიროებდა ეს პროექტი განხორციელებას და მიხარია, რომ მოხერხდა დაფინასება. შესაბამისად, პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები