spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაალ უდუმაშვილი – ველოდებით პასუხს ტიკარაძისგან, რომ უახლოეს წუთებში პირადად გასცეს ჩვენს კითხვებს პასუხი

ველოდებით პასუხს ტიკარაძისგან, რომ უახლოეს წუთებში მიიღოს დეპუტატები და პირადად გასცეს ჩვენს კითხვებს პასუხი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

 

აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძისაგან ითხოვენ პასუხს მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. 

 

“აქ ვართ მოსული დეპუტატები, რომლებსაც კანონიერი უფლება გვაქვს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შევიდეთ ნებისმიერ დაწესებულებაში და შევხვდეთ უწყების ხელმძღვანელს. მინდა მივმართო ეკატერინე ტიკარაძეს, დეპუტატებს გვსურს თქვენგან მოვისმინოთ არგუმენტები, თუ რატომ არ მიეცემა მიხეილ სააკაშვილს იმის უფლება, რომ ისარგებლოს სამოქალაქო სამედიცინო სერვისებით, ველოდებით პასუხს ტიკარაძისგან, რომ უახლოეს წუთებში მიიღოს დეპუტატები და პირადად გასცეს ჩვენს კითხვებს პასუხი. ასე დამალვა დიდხანს არ გაგრძელდება, როდემდე დაიმალებით?”- განაცხადა აქციაზე ზაალ უდუმაშვილმა. 

 

ჯანდაცვის სამინისტროს წინ აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან ნატო ჩხეიძე, რომან გოცირიძე, ნიკა მაჭუტაძე, სოფო ჯაფარიძე და სხვები.

 

დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის და შიმშილობის 43-ე დრეა. მესამე პრეზიდენტი დათანხმდა სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას შიმშილობის შეწყვეტის შესახებ, თუმცა, ამისათვის საჭიროა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები