spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიდუბეში, მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს

თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს

 

როგორც  Front  News-ს  თბილისის  სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს,  მეტროპოლიტენის ტერიტორიაზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

 

“მამაკაცი ჩავარდა მეტროს ლიანდაგებში, შემთხვევა დიდუბის მეტროში მოხდა. მამაკაცი სამაშველო სამსახურმა ცოცხალი ამოიყვანა, ის გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. მას შემდეგ რაც კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ, მეტროს მუშაობა სრული დატვირთვით აღდგება”, – განაცხადეს კომპანიაში. 

 

თბილისში მეტროპილიტენის მუშაობა რამდენიმე საათის წინ შეფერხდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები