spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა სრულად აღდგა

თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა ამ დროისათვის სრულად აღდგა, – ამის შესახებ   Front  News-ს  თბილისის  სატრანსპორტო კომპანიიდან  აცნობეს.  

 

მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მუშაობის შეფერხება დიდუბის სადგურში მომხდარმა შემთხვევამ გამოიწვია, რა დროსაც მამაკაცი მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა. 

 

მამაკაცი სამაშველო სამსახურმა დაზიანებებით ამოიყვანა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

 

მეტროპოლიტენის მუშაობის შეფერხებამ თბილისში მიწისზედა ტრანსპორტის გადატვირთვა გამოიწვია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები