spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ამ გმირების პარალელურად, ევროპელი ლიდერები ჩამოდიოდნენ, ამერიკული გემი შემოვიდა საქართველოს დასაცავად

არასოდეს არ დავივიწყებ იმას, რომ ამ გმირების პარალელურად, ევროპელი ლიდერები ჩამოდიოდნენ საქართველოს ინტერესების დასაცავად, ამერიკული გემი შემოვიდა საქართველოს დასაცავად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა და “ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

“ჩემთვის, ძალიან ემოციურია, რადგან სოხუმიდან წამოსვლის შემდეგ ეს იყო პირველი შეგრძნება, როდესაც უბრალოდ, მეტი წასასვლელი არსად არ გვქონდა. ეს განცდა არასოდეს არ მტოვებს და არასოდეს არ დავივიწყებ იმას, რომ აი, ამ გმირების პარალელურად, ევროპელი ლიდერები ჩამოდიოდნენ საქართველოს ინტერესების დასაცავად, ამერიკული გემი შემოვიდა საქართველოს დასაცავად”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი, 26 000 კი დევნილად იქცა.აგვისტოს ომის შემდეგ კი  რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები