spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – კარგია ეს ყველაფერი, მოგვწონს? ეს გინდოდათ ჩვენი შვილებისთვის და მომავლისთვის?

ჩვენ თუ ვერ ვისწავლეთ შავი და თეთრის გარჩევა, აღარაფერი აღარ დარჩება ჩვენი ქვეყნიდან, უკვე ყველანაირი სიმპტომი სახეზეა, სახელმწიფო აღარ არსებობს, – ამის შესახენ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, სამწუხაროა, სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფა, რაზეც ხელისუფლებას რეაქცია არ აქვს. 

 

“მოსწონთ ეს რომ ჩვენს დროშას ფეხქვეშ თელავენ? ხელისუფლებას მოსწონს ეს, როცა ასეთ მდგომარეობაშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა დღეს? რას ნიშნავს ეს? პრეზიდენტის ინსტიტუტის ფეხქვეშ გათელვა, დროშების ფეხქვეშ გათელვა, ჰიმნი საერთოდ არსად რომ აღარ ისმის?! ეს ნორმალურია? ამისთვის დაიღუპა ამდენი ხალხი,  ამ წლების მანძილზე?  გავადევნოთ აბა თვალი,  რა ხდებოდა ჩვენს თავს. ამისთვის გაივსო ეს საფლავები ჩვენი ახალგაზრდებით, რომ ბოლოს და ბოლოს ისევ იქ დავბრუნდეთ 1921 და 1801 წელს?! კარგია ეს ყველაფერი, მოგვწონს? ეს გინდოდათ ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მომავლისთვის?

 

მე ძალიან გაკვირვებული ვარ, მართალი გითხრათ და კიდევ შედარებები ყოველ წუთში, აი, არ მოწონდა ბევრს. რა არ მოწონდათ ძალიან მაინტერესებს, ის რომ საქართველო გაიცნო მთელმა მსოფლიომ, რომ ასე გაიზარდა ეკონომიკა?

 

ნულოვანი ტოლერანტობა რას  გამოეცხადა? გამოეცხადა დანაშაულს, აბა როგორ უნდა გადატეხილიყო ეს კრიმინალი, რომელიც გავრცელებული იყო საქართველოში ჩემი შვილის მოსვლამდე? საიდან ამოათრია ქვეყანა, ეს ყველაფერი დაგვავიწყდა, ამნეზია გვაქვს ყველას ერთად? თუ როგორი საქართველო უნდოდათ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ მოეწონათ ეს ნულოვანი ტოლერანტობა, რომ ისევ იქ ვყოფილიყავით და ისევ მხედრიონელებს ეთარეშათ ქვეყანაში, თუ რა უნდა ყოფილიყო ბოლოს და ბოლოს?!

 

ჩაიხრჩო მაშინ მთელი ქვეყანა ნარკომანიაში, ახალგაზრდობას ვკარგავდით. ყველაფრი დაკარგული გვქონდა ფაქტობრივად და იქედან წამოვედით ნელ-ნელა და წარმატებული ქვეყანა გავხდით ბოლოს და ბოლოს. რაღაცა ხო უნდა დავინახოთ. ჩვენ თუ ვერ ვისწავლეთ შავი და თეთრის გარჩევა, აღარაფერი აღარ დარჩება ჩვენი ქვეყნიდან, უკვე ყვალანაირი სიმპტომი სახეზეა, სახელმწიფო აღარ არსებობს. ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა გიული ალასანიამ “ტვ პირველის” ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები