spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – იწყება აქტიური ბრძოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, რომ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი

დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ღიად და აშკარად ზურგი შეაქცია ევროპას, შეაქცია ზურგი ჩვენს საუკეთესო მეგობრებს ევროპაში – ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. 

 

ისინი გმობენ ხელისუფლების უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, რომლითაც ევროპელ პოლიტიკოსებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, რომელიც 44 დღეა, შიმშილობს, ციხეში მონახულების უფლება არ მისცა. 

 

“დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ღიად და აშკარად შეაქცია ევროპას ზურგი. პირველ რიგში მინდა, მოგიწოდოთ ვისაც ხელი მიგიწვდებათ სოციალურ ქსელზე, რომ ქალბატონ ანა ფოტიგას მადლობა გადავუხადოთ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა. როცა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დავკარგოთ ჩვენი საუკეთესო მეგობრები ევროპაში, ჩვენი სათქმელი ხმამაღლა უნდა ვთქვათ. 

 

აქ მოსვლამდე მქონდა ხანგრძლივი საუბარი ანა ფოტიგასთან და რაიმუნდ ლოპატასთან, რომლებსაც უარი უთხრეს ციხეში შესვლაზე და მინდა გითხრათ, “ოცნებამ” თავად აირჩია ის გზა, რომელიც გაგრძელდება ჩვენი გამარჯვებით. დღეიდან იწყება აქტიური ბრძოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, რომ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. 

 

უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ევროპელი კოლეგების რომლებსაც ექნებათ მისია, შეამოწმონ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა და შეხვედრას კვლავ მოითხოვენ და ამავდროულად ამ ვიზიტის მისია იქნება ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყება, რომ მათ ღიად განაცხადონ რა არის არჩევანი – შემობრუნება რუსეთის მიმართულებით თუ ევროატლანტიკური მომავალი. 

 

დავიწყეთ მუშაობა ევროპარლამენტთან, ასევე ველოდებით, რომ ევროპარლამენტში დაიწყება სერიოზული პროცესები, რასაც ჰქვია “პოლიტიკის გადატვირთვა” ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ დაამტკიცა ფოტიგასთან მიმართებაში ხელისუფლებამ, რომ ღიად ემიჯნება ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს და ამაზე პასუხს გასცემს როგორც ქართველი ხალხი, ასევე, ევროპელი მეგობრები”, – განაცხადა საპარალამენტო ფრაქციის “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა.

 

მისი თქმით, მოკლე ხანში საქართველოს ევროპარლამენტართა უფრო დიდი დელეგაცია ეწვევა.   

 

ბრიფინგზე გაჟღერებულ მიმართვას უერთდებიან პარტიები, “დროა”, “ევროპული საქართველო”, “გირჩი – მეტი თავისუფლებისათვის”, “ნაციონალური მოძრაობა და  “ლელო”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები