გლდანის ციხესთან, სადაც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული.
ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მობილიზება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ, ის რომ მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი თითქმის 6 საათია, გლდანის ციხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე იმყოფება.
კადრებს “ტვ პირველი” ავრცელებს.