“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში უკვე მე-11 დღეა, შიმშილობს, ექიმებს მასზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის.
“დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რესპუბლიკურის ექიმებს, რომლებიც მონაცვლეობით, 24 საათი ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე. აქ არანაირი პოლიტიკა, სიძულვილი, გულგრილობა არ არსებობს. ვგრძნობ, როგორ ზრუნავენ ადამიანზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის ტელევიზორში რას ვლაპარაკობ ან რას ვაკეთებ. სათითაოდ უფრთხილდებიან ჩემს თითო ელექტროლიტს. ვახო კალოიანზე ალბათ, წიგნს დავწერ.
ამას ვწერ და ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ზუსტად საპირისპირო მდგომარეობაშია.
ეს ასე აღარ იქნება! ზუსტად ვიცი!”, – წერს ხოშტარია.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FEKhoshtaria%2Fposts%2F6755224894495389&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”639″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>