spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდი დაუდასტურდა ციხის საავადმყოფოს დირექტორს, რომელსაც ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან!

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის ციხის საავადმყოფოს დირექტორს დავით დარასელიას, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. 

 

“SOS!!! გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდი დაუდასტურდა ციხის საავადმყოფოს დირექტორს, დავით დარასელიას, რომელსაც გლდანში გადაყვანის დღიდან ინტენსიური კონტაქტი ქონდა მიხეილ სააკაშვილთან!

 

p.s თამთა დემურიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი უარს ამბობს კონსილიუმთან შეხვედრაზე. აღნიშნული არის დანაშაულებრივი ტყუილი. სააკაშვილი მზადაა შეხვდეს მოქმედ კონსილიუმს, ვიდრე შეიქმნება კონსილიუმის გაფართოებული ფორმატი პარიტეტულ საფუძველზე”, – წერს ნიკა გვარამია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები