spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შოთა თუთბერიძე – მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება იმდენად ცუდი იყოს, რომ არ სურდეს პენიტენციურ სამსახურს, ამის შესახებ გაიგოს საზოგადოებამ

ხელისუფლება ჯიბრში უდგას მესამე პრეზიდენტს და ყველანაირად ცდილობს მისი უფლებების შეზღუდვას, იმიტომ რომ დღეს არის პირველი შემთხვევა, როცა მას უარი ეთქვა ჯანდაცვის უფლების რეალიზებაზე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გლდანის ციხესთან განაცხადა.

 

“2-საათიანი ლოდინის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა შესვლაზე იმ მოტივით, რომ არის არასამუშაო საათები. ასევე უნდა აღვნიშნოთ არასამუშაო საათებში კონსილიუმი ყოფილა უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ასევე დღეს, ასევე არასამუშაო საათებში კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი ნიკა ყიფშიძე უკვე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 

 

კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანებს და ვფიქრობ, რომ პენიტენციური სამსახურის ეს ნაბიჯი არის აბსოლუტურად გაუგონარი და სამარცხვინო. 

 

რაც შეეხება თვითონ ფაქტს დაცვის მხარის პოზიციით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება ჯიბრში უდგას მესამე პრეზიდენტს და ყველანაირად ცდილობს მისი უფლებების შეზღუდვას. იმიტომ რომ დღეს არის პირველი შემთხვევა როცა მას უარი ეთქვა ჯანდაცვის უფლების რეალიზებაზე. ეს ფაქტი, მე ვფიქრობ, ასახვას ჰპოვებს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების პოზიციებში საქართველოს მიმართ. 

 

ამ ყველაფერს ვუკავშირებ ერთადერთ რამეს, ვერ ვპოულობ სხვა რაციონალურ ახსნას გარდა იმისა, რომ პირველი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება იმდენად ცუდი იყოს, რომ არ სურდეს პენიტენციურ სამსახურს, რომ ამის შესახებ გაიგოს საზოგადოებამ. არ ვიცი, რატომ შეიძლება, რომ ადამიანს ექიმის მომსახურებაზე უთხრა უარი. მეორე და ნაკლებად რაციონალური, თუმცა პენიტენციური სამსახურისგან მოსალოდნელი მოტივაცია გახლავთ ის, რომ უბრალოდ ბოღმიანები არიან, გაბრაზებულები არიან და ჯიბრში უდგანან მიხეილ სააკაშვილს”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები