spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ბასილაია – მიხეილ სააკაშვილთან დაკაშირებით სასამართლო არ არსებობს, ხდება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება

მიხეილ სააკაშვილთან დაკაშირებით სასამართლო არ არსებობს, მიხეილ სააკშვილთან დაკავშირებით ხდება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თვილისის საქალაქო სასამართლოსთან პროცესისი დაწყების წინ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის დღეს ჯერ კიდევ შეეძლო პროცესზე დასწრება, ის სასამართლოში არ მიიყვანეს. 

 

“დღეს ვხდებით მოწმე იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია. ჯერ კიდევ შაბათს იცოდა სასამართლომ თურმე, რომ პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადმოყვანას არ აპირებდა, ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე. უნდა დავაფიქსიროთ, რომ სასამართლო სხდომა არ ჩაინიშნა მანამ, ვიდრე მიხეილ საკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა. 

 

სწორედაც ბადრი კოჭლამაზაშვილი პირადად იღებდა დავალებას, რომ ვიდრე  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იქნებოდა იმდენად მძიმე, რომ პენიტენციურ სამსახურს მიზეზად მოეყვანა, იმ დრომდე არაფრის დიდებით არ ჩაეტარებინა პროცესი. 

 

ჩვენ ვნახეთ, 10 ნოემბერს შეეძლო ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე მოსვლა, მაგრამ არ მოიყვანეს. 

 

ყველას კარგად ესმის ამ ქვეყანაში და საერთაშორისო დამკვირვებლებს ესმით, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკაშირებით სასამართლო არ არსებობს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები