spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლუდმილა დენისოვა – გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული ქმედებები თავისუფლად შეგვიძლია, წამებად შევაფასოთ

დღეს შიმშილობის 46-ე დღეა და მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაფერის, მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანონ, – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომელიც ექსპრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მეორედ ჩამოვიდა.

 

დენისოვას თქმით, უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასა და მის შესაბამის სამედიცინო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

 

“მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საჭირო ყველა განცხადება იუსტიციის მინისტრს უკვე გავუგზავნეთ. პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს.

 

მიხეილ საკაშვილის შესახებ მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ადამიანის  უფლებების დამცველ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მყისიერად ვუგზავნით. იმედი მაქვს, დღეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მოლაპარაკებების გამართვას შევძლებ.

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისა და ექიმებისგან მისი ჯანმრთელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა მივიღო. ძალიან ვნერვიულობთ, რომ უკრაინის მოქალაქე იმყოფება ასეთ ვითარებაში. დღეს შიმშილობის 46-ე დღეა და მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაფერის, მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანონ.

 

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული ქმედებები თავისუფლად შეგვიძლია, წამებად შევაფასოთ. უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია უცვლელია, ის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასა და მის შესაბამის სამედიცინო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს”, – განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები