რუსთავის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” 6 დეპუტატი შიმშილობას იწყებს. ისინი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები ფრაქციის ოთახში იშიმშილებენ.
“ვუერთდებით პროტესტის უკიდურეს ფორმას, რასაც ჰქვია შიმშილობა. დღეს ჩვენ შიმშილობას ვიწყებთ საკრებულოს 6 წევრი და პროტესტის ამ ფორმას გავაგრძელებთ მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი არ იქნება მრავალფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში”, – განაცხადა ერთ-ერთმა დეპუტატმა ნანა შატბერაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად 46-ე დღეა შიმშილობს.