სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, “მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა”.
“საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.
ინფორმაციისთვის, მ. სააკაშვილს, პრევენციის მიზნით, PCR ტესტირება დღეს, 15 ნოემბერს ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია”,- აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.