ოს სნაიპერს ვუმკურნალე, რომ დავინახე, დაჭრილი იყო და რა გახდა პატიმარი, რომელიც 46 დღეა, შიმშილობს?! – აცხადებს ექიმი კახა ბუცხრიკიძე, რომელმაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას აცხადებს.
ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის ტკივილის მართვის დეპარტამენტის უფროსის კახა ბუცხრიკიძის განცხადებით, წლების შემდეგ მას შეეძლება თქვას, რომ კრიტიკულ მომენტში რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა.
“ჩემი შვილები და შვილიშვილები რომ შემეკითხებიან რამდენიმე წლის შემდეგ, ასეთ დღეში რატომ ვართ, ვეტყვი, რომ მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. დავინახე, რომ ყველანაირი წითელი ხაზები გადაიკვეთა. ომის დროს გვყავდა პაციენტი, ოსი სნაიპერი, რომელმაც ქართველი ბიჭები მოკლა, დაჭრილი იწვა. პირველი – როგორ, ოსი სნაიპერი? მაგრამ შემდეგ რომ დავინახე, რომ დაჭრილი და ავადმყოფი იყო, გეფიცებით ყველაფერს, როგორც ქართველ ბიჭებს, ისე ვმკურნალობდი და რა გახდა პატიმარი, რომელიც 46 დღეა, შიმშილობს? ასე დასცინიან, ეს კადრები რომ არ მენახა, კიდევ არაუშავს, მთელი რუსეთი ხო გაახარეს. არ ვიცი, მეტი მე არაფერი შემიძლია, შემიძლია ავადმყოფს ვუმკურნალო და შემიძლია ვიშიმშილო, ამიტომ მე გადავწყვიტე შიმშილობა”, – განაცხადა კახა ბუცხრიკიძე “ტვ პირველის” ეთერში.