spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოპოზიცია ავტოკოლონებით თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავს

ოპოზიცია ავტოკოლონებით დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავს.

 

საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, აღმაშენებლის ხეივანსა და “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან შეიკრიბნენ. 

 

ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია – ციხეში მოშიმშილე ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.  

 

აქციის მონაწილის ბესო შენგელიას განცხადებით, ოპოზიციის ავტოკოლონების მარშრუტი წინასწარ ცნობილი არ გახდება.

 

“ჩვენი მხარდამჭერები სამ ლოკაციაზე იკრიბებიან. იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის ძალოვან უწყებებს  მართავს რუსეთის ფედერაცია,  ჩვენ კონკრეტულ მარშრუტებს წინასწარ არ ვამბობთ. ერთი უნდა იცოდეს “ქართულმა ოცნებამ”, ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენი მოთხოვნები უნდა იყოს დაუყოვნებლივ შესრულებული,  ბატონი სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში და მიიღოს სწორი სამედიცინო მომსახურება.

 

რაც ყველაზე მთავარია, ვერ შეგვაშინებენ, ვერ დავგვაშინებენ, არ გავჩერდებით, ჩვენი პროტესტი იქნება მწვავე, მაგრამ მშვიდობიანი და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს”,  – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესო შენგელიამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები