spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – ვალდებულები ვართ, რომ ავასრულოთ ამ ადამიანების ოცნება – საქართველო იყოს ევროპის კავშირის წევრი

ჩვენი თაობა და არა მხოლოდ ჩვენი თაობა ვალდებულია, რომ ამ დღეს აქ ვიყოთ, პატივი ვცეთ იმ ადამიანებს, ვინც შეინარჩუნა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

“ჩვენი თაობა და არა მხოლოდ ჩვენი თაობა ვალდებულია, რომ ამ დღეს აქ ვიყოთ, პატივი ვცეთ იმ ადამიანებს, ვინც შეინარჩუნა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, პატივი ვცეთ მათ ხსოვნას და ვალდებულები ვართ, რომ ავასრულოთ ამ ადამიანების ოცნება – საქართველო იყოს ევროპის კავშირის წევრი, საქართველოში ადამიანები ცხოვრობდნენ უსაფრთხოდ, კეთილდღეობაში, სამართლიანობასა და მშვიდობაში” , – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი. ომის შემდეგ, 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები